სასწავლო პროექტის გეგმა

    1. პროექტის სახელწოდება: მწერები
    2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მწერებზე, გაეცნობიან მავნე და სასარგებლო მწერებს. შეიტყობენ რომლებს უნდა გაუფრთხილდნენ და რომლებს, პირიქით, ერიდონ.  
    3. პროექტის აქტუალობა: ყოველდღიურად ცხოვრებაში ვხვდებით სხვადასხვა მწერს და ვანადგურებთ, არადა მას შეიძლება დიდი სარგებლობა მოჰქონდეს ბუნებისთვის.  
    4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მწერებზე, გაეცნობიან მავნე და სასარგებლო მწერებს, მირებულ ინფორმაციას დაახარისხებენ მათი მნიშვნელობის შესახებ. 
    5. მონაწილეთა ასაკი: 9 წლის
    6. ვადები ხანგრძლივობა: 4- 5 დღე
    7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთებენ კედლის გაზეთებს.
    8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფორმატის ფურცელი, კალამი, ფანქრები, სურათები, ენციკლოპედია, ინტერნეტ რესურსები. 
    9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
    Ø  მოსწავლეები მოიძიებენ ჩემ მიერ მითითებულ სახელმძღვანელოს, ესტუმრებიან ვებ - გვერდს.
    Ø  გაეცნობიან ინფორმაციას და ამოიწერენ მათვის საჭირო ინფორმაციას.
    Ø  მიღებულ ინფორმაციას დაახარისხებენ მათი მნიშვნელობის მიხედვით.
    Ø  დალაგებულ ინფორმაციას გადაიტანენ ფორმატებზე.
    Ø  მოახდენენ პრეზენტაციას.

    10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
    ·         ამოიცნობს ტექსტის თემას;
    ·         ასახელებს ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
    ·         საკუთარი სიტყვებით, თანამიმდევრულობისა და აზრობრივი შესაბამისობის  დაცვით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს;
    ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლე შესძლებს სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვას და გაგება-გააზრებას; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირებას.
    ·         აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული  ნიშნით;
    ·         საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს, ტექსტის ცალკეული მონაკვეთის არსებით ინფორმაციას;
    ქართ.დაწყ.(I).15. მოსწავლემ უნდა შეძლოს წერის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
    ·         ითვალისწინებს მიზანსა და აუდიტორიას მარტივი პრაგმატული ტექსტის შედგენისას;
    1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):მაია მაისურაძე
    2. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maisuradzemaia4@gmail.com
    3. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი: https://ictmaisuradze.blogspot.com/p/blog-page_20.html

1 comment:

  1. მაიკო შენ მიერ შექმნილი პროექტის გეგმა საინტერესოა, გისურვებ მომავალში წარმატებით განხორციელებას.

    ReplyDelete